weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში 2 ტერიტორიას UNESCO-მ ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიანიჭა

19:15 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022
თუშეთი / ფოტო © Union Georgian House თუშეთი / ფოტო © Union Georgian House

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) კახეთში ორ დაცულ ტერიტორიას ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიანიჭა. საერთაშორისო ნუსხაში „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი“ (დედოფლისწყარო) და „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ (თუშეთი) შევიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება პარიზში, UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 34-ე სესიის ფარგლებში მიიღეს.

„UNESCO-ს „ადამიანი და ბიოსფეროს“ პროგრამის სამდივნომ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ნომინაცია შენიშვნების გარეშე დააკმაყოფილა.

ბიოსფერული რეზერვატი არის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ბუნების კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დასანერგად.

 ბიოსფერული რეზერვატი ხელს უწყობს მდგრად რეგიონულ განვითარებას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასრულებს მნიშვნელოვან როლს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და შერბილების კუთხით. იზრდება დაინტერესება ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, რაც პირდაპირ კავშირშია მდგრად ეკონომიკურ განვითარებასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდის დიდ შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში დღემდე არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]